ჩვენი ისტორია

ITDC არსებობის 12 წელს ითვლის.  რაც IT კომპანიისათვის საქართველოში საკმაოდ დიდ სტაჟს წარმოადგენს.

კომპანია დაარსდა 2001 წელს, ანუ მაშინ როცა ქართული IT ინფრასტუქტურა ფაქტიურად არ არსებობდა,  ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენდა, საქართველოს ინტერნეტქსელის კავშირი გლობალურ ინტერნეტთან მაქსიმუმ 10 მეგაბიტით შემოიფარგლებოდა და სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე პერიოდულად მისი რეფერენტის მიერ დაწერილ ტექსტს ტელევიზორიდან იმეორებდა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა "აღმოვფხვრათ ციფრული უთანასწორობა საქართველოში".

ასეთ დროს ვებდეველოპმენტზე ორიენტირებული კომპანიის განვითარების პერსეპექტივა ნულის ტოლი იყო.

მიუხედავად ამისა 2001 წლის მაისში შეიქმნა ITDC (საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი) რამდენიმე ერთი იდეით შეპყრობილი ადამიანის მიერ, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ინტერნეტბუმი დაიწყებოდა და მათი შრომა დაფასდებოდა.

პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდა ITDC -ში, იმდროისათვის ალბათ ზედმეტად ნოვატორული და ზედმეტად ნაადრევი ელექტრონული კომერციის ინტერნეტ პორტალი geomarket.ge გახლდათ, რომელიც სოროსის ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა. პროფესიონალთა თვალსაზრისით ეს პროექტი  დღესაც საკმაო ნოვატორიბით გამოირჩევა.

ასე გაგრძელდა შემდეგაც -  ITDC ყოველთვის წინ უსწრებდა მოვლენებს, ზოგჯერ ეს გამართლებული იყო, ზოგჯერ არა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - საქართველოში ITDC ახალი ვებ-ტექნოლოგიების  განვითარებასა და დანერგვაში  ყოველთვის ლიდერი იყო.

  • 2005 წელი პირველი ქართული სრულფუნქციური საიტის მართვის სიტემა
  • 2007 წელი პირველი ინტერნეტ რუკების სერვისი
  • 2008 წელი პირველი ვიდეოპორტალი
  • 2009 პირველი ტექსტული სარეკლამო  სისტემა
  • 2009 პირველი სწავლების ავტომატიზაციის ვებ-სისტემა

მიუხედავდ იმისა, რომ მისი ფუნქციონირების პირველ წლებში ფაქტიურად კომპანიის პროდუქციასა და სერვისზე მოთხოვნილება საერთოდ არ არსებობდა, ITDC -მ მაინც მოახერხა დეველოპერთა და მენეჯერთა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება, რომელიც დღესაც კომპანიის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

ITDC ს წარმატება რამდენიმე ძირითადი პრინციპის ერთგულებამ განაპირობა:

  • ჩვენში ყოველთვის არსებობდა ურყევი რწმენა იმისა, რომ IT სფეროს განვითარება საქართველოსათვის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია;
  • ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით იმას რაც ყველაზე კარგად გამოგვდიოდა;
  • საკუთარ საქმეს ITDC -ს თანამშრომლები ვუდგებოდით ისე, როგორც საკუთარი თავის განვითარების და თვითდამკვიდრების საუკეთესო საშუალებას;
  • ყოველთვის ვცდილობდით ვყოფილიყავით ინფორმირებულები თუ რა მიმართულებით ვითარდებოდა ვებ-ტექნოლოგიები;
  • ჩვენ ყოველთვის ღრმად გვწამდა რომ ყველა ჩვენს  ნამუშევარს თავის გარკვეული შედეგი მოაქვს და არაა აუცილებელი ეს ფინანსურ მაჩვენებლებში გამოიხატებოდეს (თუმცა სასურველია :);
  • ვცდილობდით გვეკეთებინა ჩვენი საქმე ისე რომ მისგან სარგებელი სხვა ადამიანებსაც ენახათ;
  • ვმუშაობდით ინტენსიურად საკუთარ განვითარებაზე, ვმუშაობდით ინტენსიურად რათა არ ჩამოვრჩენილიყავით ცხოვრების დინებას, რომელიც განსაკუთრებით სწრაფია IT სფეროში;
  • ვმუშაობდით  გუნდურად, ოღონდ საკუთარ გუნდში კლიენტურასაც მოვიაზრებდით საერთო შედეგის მისაღწევად;


ყოვეთვის ვითარდბოდით და ვსწავლობდით საკუთარ კლიენტურასთან ურთიერთობის პროცესში, ყოველთვის ვენდობოდით საკუთარ ინტუიციას, რომელსაც საკუთარი გამოცდილების კალაპოტში ვაქცევდით. ჩვენ ვიცით როგორი იქნება ინტერნეტი 1-2-10 წლის შემდეგ.

ჩვენ აუცილებლად ვიქნებით იქ :)))))

 
 
ვებ სტუდია გამოირჩევა ინოვაციური იდეებით, რომლებსაც უანგაროდ უზიარებენ საკუთარ პარტნიორებსა და კლიენტებს.

ნიკო კულულაშვილი
ტურისტული კომპანია ეგზოტური