Worldskills საქართველო

 

worldskills არის საერთაშორისო გაერთიანება, რომლის მიზანია პროფესიული სწავლების სხვადასხვა დარგის განვითარება როგორც კონკრეტულ ქვეყნებში, ისე მთლიანად მსოფლიოში.
16-17 თებერვალს საქართველოში პირველად ჩატარდა worldskills-ის ეროვნული კონკურსი 3 დარგში - შემდუღებლები, მზარეულები და ვებ დიზაინერები.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლო საქრთველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 23 წელი, ფლობს ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე და აკმაყოფილებს კონკრეტული დარგის მოთხოვნებს.
საქართველოში ვებ დიზაინერის ცნების ქვეშ ძირითადად ვგულისხმობთ გრაფიკულ დიზაინერებს, რომლებიც ხატავენ საიტის სტრუქტურას psd ფაილებში, თუმცა საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ამ ცნების ქვეშ მოიაზრება ვებ დეველოპერი, რომელსაც შეუძლია:

  • ვებ საიტის აწყობა HTML და CSS-ში;
  • ვებ საიტის ოპტიმიზაცია სხვადასხვა ბროუზერებისთვის;
  • პროგრამირება PHP ენაზე;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა (MySQL).

მოსამზადებელი პერიოდი:

ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა შეევსო სააპლიკაციო ფორმა. ამის შემდეგ ის მოხვდებოდა საორიენტაციო შეხვედრებზე, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებდა კონკურსის შესახებ. აქვე გაიგებდა იმასაც, რომ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი გაემგზავრება გერმანიაში, ლაიფციჰში, worldskills 2013 წლის საერთაშორისო კონკურსზე.

მონაწილეების გარდა კონკურსისთვის ემზადებოდა ექსპერტთა ჯგუფიც, სერგო კარაკოზოვის მეთაურობით, რომლებმაც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ჩამოაყალიბეს საკონკურსო დავალება და ობიექტური შეფასების სქემა, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით გამარჯვებული გამოვლინდა.

15 თებერვალს, დღის 12:00 საათზე მონაწილეები ექსპერტებთან ერთად დაიძვრნენ სასწავლო ცენტრ "სპექტრისკენ" (კონკურსის ჩატარების ადგილი), სადაც საშუალება ჰქონდათ სურვილისამებრ მოეწყოთ საკუთარი სამუშაო გარემო (კომპიუტერში ჩაეწერათ ნებადართული პროგრამები/ფაილები). ასევე, ადგილზე მისვლისას მონაწილეები შეხვდნენ და გაესაუბრნენ worldskills გერმანიის წარმომადგენელს - Danny Gauch.

"სპექტრიდან" დაბრუნებული კონკურსანტები, ექსპერტები, ჟიურის წევრები, ორგანიზატორები, სპონსორები, პარტნიორები.. მოკლედ ამ ღონისძიებასთან ნებისმიერი კავშირის მქონე ადამიანები შევიკრიბეთ ეროვნული კონკურსის გახსნის ცერემონიალზე, დიდუბე პლაზაში.

კონკურსი გრძელდებოდა ორი დღე. კონკურსანტებმა მთლიანი დავალების შინაარსი პირველივე დღეს იცოდნენ, თუმცა თითოეული დღის ბოლოს მხოლოდ დავალების კონკრეტული ნაწილის მიხედვით ფასდებოდნენ.

დღე პირველი:

კონკურსის გამოცხადებიდან კონკურსის დაწყების პირველ წუთებამდე მონაწილეების რაოდენობა სხავდასხვა მიზეზების გამო მცირდებოდა, ამიტომ 16 თებერვალს დილის 9:00 საათზე მხოლოდ 11 კონკურსანტი გამოცხადდა "სპექტრში". მონაწილეებს დაურიგდათ შესასრულებელი დავალება და ნებადართული დამხმარე ფაილები ( მაგალითად: php-ს დოკუმენტაცია, სამაგალითო ტექსტები, სურათები და ა.შ.)
იხ. პირველი დღის დავალება.

კონკურსანტები 9-დან 5 საათამდე თითქმის შეუსვენებლად მუშაობდნენ. პროგრამის მიხედვით  გათვალისწინებული ლანჩის დროს, 13:00 საათზე მონაწილეებმა 1 საათით შეისვენეს. 17:00-ზე ყველა კონკურსანტმა ერთდროულად შეწყვიტა მუშაობა.

ექსპერტები, იგივე ჟიურის წევრები აკვირდებოდნენ კონკურსის პროცესს და უნდა აღინიშნოს, რომ  მთელი დღის განმავლობაში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. კონკურსის პირველი დღის დასრულების შემდეგ ექსპერტების მიერ შეფასდა თითოეული მონაწილის ნამუშევარი და მათ მიენიჭათ მინიმუმ 0 და მაქსიმუმ 50 ქულა.

დღე უკანასკნელი:

პირვლი დღის გამოცდილება და შესასრულებელი დავალება კონკურსანტებს უკვე ჰქონდათ, ამიტომ მეორე დღე მინიმალური რაოდენობის შეკითხვებით დაიწყო.
იხ. მეორე დღის დავალება.

ამოცანა არ იყო მარტივი და თითოეული კონკურსანტი ცდილობდა ყველა წუთი მაქსიმალურად გამოეყენებინა. წესები და დღის განრიგი იგივე იყო რაც პირველ დღეს, ამიტომ 17:00 საათზე მონაწილეებმა მუშაობა დაამთავრეს.

წესები და დღის განრიგი პირველიდ დღის ანალოგიური არ ყოფილა ექსპერტებისთვის. მონაწილეების შეფასებისთვის ახლა უკვე მკაცრად შეზღუდული დრო გვქონდა, რადგან 21:00 საათზე, დაჯილდოების ცერემონიალზე უკვე იმ 3 გამარჯვებულის გვარი უნდა სცოდნოდათ, რომლებსაც ჩვენ იმ საათებში გამოვავლენდით.

მონაწილეები საკმაოდ კარგად მომზადებულები აღმოჩდნენ, რამაც კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია. სხვაობა მონაწილეებს შორის ძირითადად 0,5 ქულიან შუალედებში აისახებოდა და ჩვენ მივიღეთ ორი იდენტური უმაღლესი  ქულის მქონე კონკურსანტი, ერთსაათიანი დავა იმის შესახებ, თუ ვის უნდა დაეკავებინა ამ ორიდან პირველი ადგილი და ბოლოს მხსნელად მოვლენილი  Danny Gauch, რომელმაც გვამცნო რომ ეროვნული კონკურსის პირველი ადგილი შეეძლო დაეკავებინა ერთდროულად ორ ადამიანს. ხოლო თუ ვინ წავიდოდა გერმანიაში ამას მოგვიანებით გადავწყვეტდით, დამატებითი შეჯიბრით. ასე რომ გამოვავლინეთ გამარჯვებულები:

I ადგილი - ღვინიაშვილი უჩა, დარჩიაშვილი გიორგი.
II ადგილი - ქაჯაია გურამი.

და გავეშურეთ დაჯილდოების ცერემონიალისკენ, სადაც გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.

ბოლოს კი მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კონკურსანტს worldskills საქართველოში მონაწილეობისათვის და ვუსურვო წარმატებები ქართული(და არამარტო) ვების განვითარებაში.

 
 
ITDC ყავს კვალიფიციური კადრები, რომლებსაც შეუძლიათ დროულად აღმოაჩინონ გვერდზე მუშაობისას შექმნილი პრობლემა ან გაუმართაობა და აღმოფხვრან იგი.

თამუნა დოგრაშვილი
ENERGO-PRO RUSrgia