GeoKBD TinyMCE-ში

 

წინა პოსტის კომენტარებში გამიჩნდა იდეა რომ TinyMCE თულბარში ჩამეშენებინა GeoKBD (ქართული კლავიატურის სკრიპტი). როგორც აღმოჩნდა code.ge-ზე იოსებს უკვე დაწყებული აქვს ეს საქმე. ვცადე მის მიერ გაკეთებული TinyMCE-ს პლაგინი გამომეყენებინა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე მისი ამუშავება, ამიტომ ისევ პირველ ჩვენებას დავუბრუნდი და თავიდან დავწერე.

ახლა რაც შეეხება თვითონ პლაგინს და მის გამოყენებას. მისი დემო შეგიძლიათ იხილოთ http://tools.koko.ge/ ბმულზე.

იმისათვის რომ გამოვიყენოთ ზემოთ აღნიშნული პლაგინი უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად:

   1. გადმოვიწეროთ პლაგინის ფაილები.
   2. გავხსნათ zip-ი და მასში არსებული დირექტორია ჩავაგდოთ TinyMCE-ს plugins დირექტორიაში
   3. TinyMCE-ს ინიციალიზაციისას plugins: -ში მიუთითეთ geokbd.
   4. ასევე ინიციალიზაციისას ღილაკების ჩამონათვალში ჩავამატოტ geokeyboard.
   5. და რაც მთავარია ინიციალიზაციის ბოლოს შემდეგი სკრიპტი უნდა მოთავსდეს:
      setup : function(ed) { ed.onKeyPress.add(function(ed, e) {
      tinyMCE.execCommand(”translate”, e);
      }); }

სულ ეს არის რაც უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ TinyMCE-ს თულბარში გვქონდეს ქართული კლავიატურის ჩამრთველ/გამომრთველი.

საბოლოოდ TinyMCE-ს ინიციალიზაცია მიიღებს შემდეგ სახეს:

    tinyMCE.init({
    mode : "textareas",
    theme: "advanced",
    plugins : "inlinepopups,paste,convertor,searchreplace,print,geokbd",theme_advanced_buttons1 : "bold,italic,underline, strikethrough,|,bullist,numlist,|,justifyleft,justifycenter,justifyright,justifyfull,|,undo,redo,|,search,replac,|geokeyboard,eng_utf8,utf8_eng,|,code,print",
    theme_advanced_buttons2: "",
    theme_advanced_buttons3: "",
    theme_advanced_buttons4: "",
    theme_advanced_toolbar_location : "top",
    theme_advanced_toolbar_align : "left",
    setup : function(ed) {
    ed.onKeyPress.add(function(ed, e) {
    tinyMCE.execCommand("translate", e);
    });
    }
    });


იმისათვის რომ ჩავრთოთ ან გამოვრთოთ GeoKBD კლავიატურიდან უნდა დავაჭიროთ ctrl+q. სულ ეს იყო.

დიდ მადლობას ვუხდი ოთარ ჩეკურიშვილს დახმარებისთვის და იოსებს (მისი სკრიპტიდან ამოვიღე ორიოდე ხაზე იმედია არ მიწყენს).

ძიება საიტზე
 
 
გარდა იმისა რომ ექსპერტია თავის სფეროში, კომპანია ITDC არის სტაბილური და სანდო პროვაიდერი.

ქეთი სიდაკონიძე
AMCHAM Georgia