ITDC Training

 

დიდი ხანია უკვე რაც ვებ დეველოპმენტს ვეწევი და ამ სფეროში ვმუშაობ, ალბათ 10 წელიწადზე მეტი იქნება. შესაბამისად ხშირად მეკითხებიან "სად შეიძლება საიტების კეთება ვისწავლო?", ამ კითხვაზე კი არასდროს პასუხი არ მაქვს, რადგან საქართველოში ჩემი აზრით არ არსებობს ისეთი დაწესებულება სადაც არამცთუ მაღალ, არამედ ნორმალურ დონეზე მაინც შეგასწავლიან "საიტების კეთებას". აგრეთვე ვფიქრობ რომ დროა უკვე გაიხსნას ასეთი სასწავლებელი, სადაც მსმენელი არა მარტო ვებ პროგრამირებას, არამედ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, ისწავლის როგორიცაა Usability, Accessibility, SEO და ა.შ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო ITDC-ში ვითათბირეთ და გადაწყდა რომ ასეთ კურსებს გავხსნიდით. მოსამზადებელმა პერიოდმა საკმაოდ დიდი დრო და ენერგია წაგვართვა, მაგრამ ბოლოს დადგა ის დღე, როდესაც გამოცხადდა რეგისტრაცია.

კომპანია ITDC უკვე 10 წელიწადზე მეტია ეხმარება საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს, წამყვან ბრენდებს ბიზნეს სფეროში და ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათი ინტერნეტ წარმომადგელობის მართვაში. ITDC მიერ ასევე არის შემუშავებული myvideo.ge, news.ge და ბევრი სხვა თქვენთვის უკვე ცნობილი ინტერნეტ პროექტი.

20 აპრილს დაიწყო რეგისტრაცია ITDC Training-ის ორ კურსზე, "ინტერფეისის დეველოპერი" და "ვებ პროგრამირება / მონაცემთა ბაზები". მონაწილეობა ორივეს კურსის დაგეგმვაში მივიღე და მგონია რომ ეს კურსები ერთ-ერთი საუკეთესო შანსია მათთვის ვისაც ეს სფერო აინტერესებს.

  • კურსები შექმნილია იმისათვის, რომ მისი დამთავრების შემდეგ მსმენელმა ITDC-ში დაიწყოს მუშაობა
  • თეორიის გარდა დიდი ყურადღება მიექცევა პრაქტიკულ სავარჯიშოებს
  • ძირითადი ყურადღება დაეთმობა საკითხებს, რომლებიც ქმნიან ნამდვილ პროფესიონალს

კურსები შექმნილია იმისათვის რომ მისი დამთავრების შემდეგ მსმენელმა ITDC-ში დაიწყოს მუშაობა

კურსზე მუშაობისას პირველი რასაც ვითვალისწინებდით იყო ის, თუ როგორი თანამშრომლის მიღება გვინდოდა ITDC-ში, შესაბამისად ვეცდებით მსმენელებს ის უნარ-ჩვევები გამოვუმუშავოთ, რაც მნიშვნელოვანია დამსაქმებელი კომპანიებისთვის, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კარგი კომუნიკაციის უნარი, დროის სწორი მენეჯმენტი და ა.შ.
გარდა ვებ დეველოპმენტისა მსმენელები შეისწავლიან, როგორ წერონ ოფიციალური მიმოწერისას წერილები და თუნდაც როგორ შეადგინონ სწორად CV ან სამოტივაციო წერილი. პირველი შეხედვით ეს შეიძლება ზოგს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს უნარ-ჩვევები აშკარად დეფიციტურია საქართველოში. მსმენელებს დიდი შანსი აქვთ დარჩნენ ITDC-ში და გააგრძელონ კარიერა ჩვენთან ერთად ეს მათ მონდომებულობაზე და რა თქმა უნდა სურვილზეა დამოკიდებული.

თეორიის გარდა დიდი ყურადღება მიექცევა პრაქტიკულ სავარჯიშოებს

ინტერფეისის დეველოპმენტის შესწავლისას გარდა თეორიული სწავლებისა მსმენელებს საშუალება მიეცემათ psd-დან დამოუკიდებლად ააწყონ 10-ზე მეტი საიტი. ეს კურსი ძირითადად პრაქტიკაზეა აგებული, რადგან აქ მთავარია დეველოპერმა იცოდეს ე.წ. Best Practices რასაც არამგონია ვინმე იზეპირებდეს, ასეთი ტიპის ცოდნის შეძენა მხოლოდ პრაქტიკიდანაა შესაძლებელი.

ვებ პროგრამირება და მონაცემთა ბაზების შესწავლისას მსმენელი გაეცნობა php-ს და mysql-ს, შეისწავლის თუ რა არის OOP და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის. კურსი 6 თვე გრძელდება, მსმენელი თეორიულ ნაწილს ძალიან სწრაფად გაივლის პრაქტიკულ სავარჯიშოებთან ერთად. კურსის ბოლო 2 თვე დაეთმობა პროექტს, რომელსაც თავად მოიფიქრებს. პროექტის განხორციელებაში მსმენელებს ინსტრუქტორები დაეხმარებიან, რაც თავისთავად დიდი პრაქტიკული გამოცდილებაა.

საკითხები რომლებიც ქმნიან ნამდვილ პროფესიონალს

ჩემი აზრით, იმისათვის რომ ვებ დეველოპერი ან ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი გახდეს პროფესიონალი, საკმარისი არ არის მხოლოდ საკუთარი პროფესიის კარგი ცოდნა. საჭიროა მომიჯნავე პროფესიებშიც კარგად ერკვეოდეს, ჰქონდეს ეთიკური ნორმები და ბოლოს უბრალოდ იყოს კარგი თანამშრომელი, ვისთან მუშაობაც ყველას უხარია. ტრეინინგის განმავლობაში დაიფარება ზემოთ აღნიშნული საკითხები. მომიჯნავე პროფესიებიდან მსმენელი აუცილებლად მიიღებს Usability-ს და SEO-ს ელემენტარულ ცოდნას. ასევე კურსი დაუთმობს ყურადღებას კომუნიკაბელურობის განვითარებას, იქნება დაცული გუნდური მუშაობის პრინციპები პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებისას და რაც მთავარია გვეყოლება მოწვეული გამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტები. მსმენელი აუცილებლად გაეცნობა სისტემური და ქსელის ადმინისტრირების ელემენტარულ პრაქტიკას. კურსის მსმენელებს მუშაობის გამოცდილებას გაუზიარებენ ისეთი წარმატებული პროექტების შემქმნელები, როგორიცაა myvideo.ge, news.ge და ა.შ. ასე რომ ჩემის აზრით, ვინც ITDC Training-ს დაამთავრებს იქნება პროფესიონალი და ეცოდინება არა მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაცია არამედ ყველაფერი ის რაც ნამდვილ პროფესიონალს სჭირდება.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნამდვილ პროფესიონალს ახასიათებს - განვითარების სურვილი და უნარი. ორივე კურსის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება არა რაიმე მასალის დაზეპირებაზე, არამედ უნარზე მოიძიო სწორი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, კურსდამთავრებული არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ კურსის განმავლობაში შეძენილ ცოდნაზე, მას გამოუმუშავდება განვითარების უნარი და შეძლებს დამოუკიდებლად განაგრძოს ვებ დეველოპმენტის კიდევ უფრო ღრმა შესწავლა.

მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ მისამართზე: training.itdc.ge

 
 
ITDC კლიენეტებს საშუალებას აძლევს იმუშავონ მოქნილი და მარტივი პროგრამით, უზრუნველყოფენ მათ საჭირო ტრენინგით და პროექტის მენეჯერის კომპეტენტური მომსახურებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სასურველი შედეგის მისაღწევად.

ნინო ხუროძე
საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ’იმედი L International’