წიგნების ყდები

 

წიგნის ყდა ეფექტურად უნდა გამოიყურებოდეს, როგორც მაღაზიების თაროებზე, ასევე ინტერნეტ მაღაზიების გვერდებსა და ელექტრონული წიგნების წაკითხვის მოწყობილობებში!

ტრადიციული წიგნების მაღაზიის თაროებზე, პირველი რაც თვალს გიჭრით არის წიგნის ყდა, რომელსაც თითქოს ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, კონკრეტული წიგნის არჩევის დროს, თუმცა ძალიან დიდი დატვირთვა აქვს მარკეტინგული თვალსაზრისით.

ცხოვრების ადრეული პერიოდიდანვე ჩვენ შეხება გვაქვს სხვადასხვა სახის წიგნებთან. წიგნები არა მხოლოდ ჩვენი განათლების მიღების წყარო ხდება, არამედ გართობის, საინტერესო სხვადასხვა ჟანრების გაცნობის, ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქრის გაკეთების საშუალებაც.

მას შემდეგ რაც პოლიგრაფიაში ფერადი ბეჭდვითი საშუალება გამოჩნდა, წიგნების ინდუსტრიის და მასთან ერთად წიგნების ყდების ისტორიაც რადიკალურად შეიცვალა. წიგნის მარკეტინგულად სწორი ყდის ჩამოყალიბება, ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა დიზაინერისთვის. ერთი გვერდით მან უნდა გადმოსცეს წიგნის შინაარსი ან ასახოს მისი ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი მომენტი, გადმოცეს ემოციები და ისტორია, რომელიც იმალება წიგნის გვერდებზე.

ხშირად ყდის გაფორმებისას იყენებენ სურათს ან ნახატს, მაგრამ გარდა ამ ნაწილისა, წიგნის ყდის დიზაინის შექმნისას გასათვალისწინებელია ასევე უამრავი სავალდებულო დეტალი, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს გაყიდვადი პროდუქტის შემქნას.

ასეთებია:

  • ფერები
  • წიგნის სათაურისა და ავტორის დასაწერი ტექსტის ზომა
  • შრიფტის ტიპი
  • ელემენტების სწორად განლაგება

ახლა გადავინაცვლოთ ინტერნეტში. აქაც ანალოგიურ თემასთან გვაქვს საქმე, მხოლოდ ინტერნეტ მაღაზიების შემთხვევაში, წიგნის ყდა უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

ცოტა ხნის წინ შეხება გვქონდა ორ ინტერნეტ პროექტთან: ილიას უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია "ლიგამუსი" და ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა. პროექტებზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი ტიპის ინტერნეტ რესურსის წარმატება, გარკვეულ წილად სწორედ წიგნების ყდებზეა დამოკიდებული.

წიგნის ყდა თამაშობს დიდ როლს მოხმარებლის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებაში - გადავა თუ არა მომხმარებელი წიგნის დამატებით ინფორმაციაზე და შემდგომ წიგნის გადმოწერაზე. გარდა ამისა, კომპიუტერის მონიტორზე ყდის ზომა შედარებით პატარაა, რაც ნიშნავს იმას, რომ წიგნის დასახელება და ავტორის სახელი ხშირად არ არის კითხვადი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ დიზაინერებს, რომლებიც წიგნების ყდების შექმნით არიან დაკავებულნი, ვურჩევდი მომდევნო დიზაინის შექმნისას, გარდა სტანდარტული მოთხოვნებისა ასევე გაითვალისწინოთ შემდეგი დეტალები, რათა მათი პროდუქტი ელექტრონულ მაღაზიებშიც კი ეფექტურობით სარგებლობდნენ:

  • ყდის ზომა
    როგორ გამოიყურება დაპატარავებული ყდა კომპიუტერის მონიტორზე? ამ ეტაპისთვის სურათის მაქსიმალური ზომა არ უნდა აღმატებოდეს 100x200px-ს.

  • შრიფტი
    იკითხება თუ არა შერჩეული ქართული შრიფტი ყდის პატარა ვერსიაში? როგორც ჩანს მთავრული Sans-Serif შრიფტები უფრო კითხვადია, ვიდრე ხელნაწერი.

  • ფერი
    რამდენად თვალსაჩინოა და განსხვავებული სხვებთან შედარებით? როგორც ჩანს თეთრი ყდა ნაკლებად ეფექტურია, ვინაიდან ხშირად ვებ საიტის ფონის ფერი სწორედ თეთრია.

  • შავ-თეთრი ვერსია
    როგორ გამოიყურება დიზაინის შავ-თეთრი ვერსია? გარდა ინტერნეტ მაღაზიებისა, თქვენი ყდა შეიძლება მომხმარებლის მოწყობილობაშიც გამოჩნდეს (მაგალითად Amazon Kindle-ში).


სასარგებლო რესურსები:

 

 

 
 
ITDC-სთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. მთავარი კი რაშიც დავრწმუნდი არის ის, რომ თუ მოინდომებს ITDC ურთულესი კონსტრუქციის საიტსაც კი 1 კვირაშიც გააკეთებს.

ანა ტოკლიკიშვილი
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო