ტექსტი ინტერნეტში

 

შესავალი
ინტერნეტის მომხმარებელი მეტად სულსწრაფია. მას სულ აგვიანდება და სწორედ ამიტომ ის მუდმივად სადღაც ჩქარობს.

საშუალოდ, მომხმარებელი ტექსტური გვერდის წასაკითხად 20 წამამდე თუ აყოვნებს (ვრცლად), იშვიათად რომ მან სრულად წაიკითხოს იგი.

სწორედ ამიტომ, ტექსტური ინფორმაცია, რომელსაც ვებ საიტზე ათავსებთ, უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე და ლაკონური. მკითხველის “შენარჩუნების” მიზნით, პირველივე რამდენიმე წინადადებით უნდა შეძლოთ სრული ტექსტის შინაარსის გადმოცემა.

 

სკანირება
სხვადასხვა კვლევის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლის უმეტესობა ვებ გვერდებზე არსებულ ტექსტური მასალის ყველა სიტყვას არ კითხულობს (განსხვავებით წიგნისგან). კითხვის მაგივრად უფრო პოპულარულია ტექსტის ე.წ. “სკანირება”. მომხმარებელი სკანირების მეშვეობით, მხოლოდ მისთვის საინტერესო წინადადებებსა და სიტყვებს აქცევს ყურადღებას და მიღებული ინფორმაციიდან გამოაქვეს საერთო აზრი.

გამონაკლისია თინეიჯერები და ნაკლებად განათლებული მომხმარებლები (მე-8 კლასის განათლების დონემდე). ვრცლად

სკანირების პროცესში მომხმარებელი ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს ნაწერის შემდეგ ელემენტებს:

  • ბოლდით მონიშნულ სიტყვებს;
  • სხვა ფერის ან/და შრიფტის ტექსტს;
  • ბმულებს;
  • ქვე-სათაურებს;
  • ბულეთებიან სიებს.

უკეთესი შედეგის მიღბისათვის ასევე გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • 1 აზრი - 1 პარაგრაფი. ანუ 1 პარაგრაფში მოათავსეთ ერთი აზრი, მოერიდეთ რთულ და ჩახლართულ წინადადებებს, რომელიც ისედაც დამახასიათებელია ქართული ენისათვის.
  • გამოიყენეთ ჟურნალისტური, ეგრედ წოდებული ამოტრიალებული პირამიდის სტილი, სადაც პირველსავე პარაგრაფში მოთავსებულია ყველა აქტუალური და მნიშვნელოვანი პუნქტები. ვრცლად
  • მაქსიმალურად ეცადეთ ტექსტის მოცულობა მინიმალურამდე დაიყვანოთ.  საჭიროების შემთხვევაში კი მიეცით მომხმარებელს საშუალება სრული მასალა წაიკითხოს ალტერნატიული მეთოდით.
  • გამოიყენეთ მოკლე წინადადებები და მაქსიმუმ 1 მძიმე წინადადებაში.
  • გაუზიარეთ მომხმარებელს ბმულები დამატებით რესურსებზე, რათა თქვენი რესურსი უფრო სანდოდ გამოჩნდეს.

 

წაკითხვა F ფორმით
ჩატარებული კვლევის შედეგად, ცნობილი გახდა,რომ მომხმარებელი ძირითადათ კითხულობს ინფორმაციას F ფორმატის მიხედვით. კვლევის დროს გამოყენებული იყო თვალის მოძრაობის მაკონტროლირებელი აპარატურა, რომელიც თვალის მოძრაობის ზუსტ სურათს ასახავდა. ვრცლად

კვლევის შედეგების მიხედვით, მომხმარებელი იწყებს პირველი წინადადების / პარაგრაფის კითხვას. შემდგომ სკანირების მეშვეობით ირჩევს მომდევნო პარაგრაფს და როგორც წესი მესამე/მეოთხე პარაგრაფის შემდეგ ყურადღებას აღარ აქცევს განთავსებულ ინფორმაციას.

წაკითხვა F ფორმითარასტანდარტული ტექსტური გვერდის პრაკტიკული მაგალითისთვის, Google-ს ძიების შედეგებში, უმრავლესობა არ აქცევს ყურადღებას მე-4 და მე-5 პოზიციის ქვევით მოძიებულ ვებ საიტებს. რაც იმაზე მიგვითითებს, რომ წარმატებული ინტერნეტ წარმომადგენლობისთვის, თქვენი ვებ საიტი ძიების შედეგების პირველი გვერდის ზედა ნაწილში უნდა აღმოჩნდეს, თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა, რომელსაც სხვა დროს შევეხებით.

 

სიახლეებისა და სტატიების სათაურები
როგორც უკვე არაერთხელ ვახსენეთ, ნებისმიერი ტექსტური ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე და ლაკონური. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ამ ტექსტური ინფორმაციის დასათაურება.

სტატიის სათაური მაქსიმალურად უნდა შეესაბამისებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შეიცავდეს მაქსიმუმ 5-6 სიტყვას (გრამატიკა დიდ როლს არ თამაშობს)
  • სათაურმა უნდა გადმოცეს სრული ინფორმაციის ძირითადი ნაწილი (არ უნდა იყოს საჭირო სრული ტექსტის წაკითხვა შინაარსის მისახვედრად)
  • ორგანიზაციის ოფიციალური ვებ საიტის სიახლეებში არ უნდა მეორდებოდეს თავად ამ ორგანიზაციის სახელი/სახელწოდება
  • მნიშვნელოვანი სიტყვები სათაურის თავშივე უნდა იყოს მოქცეული
  • როდესაც გსურთ რაიმე რიცხვის დაწერა, დაწერეთ ციფრებით და არა ასოებით
  • ნუ ახსენებთ თარიღს, თუ იგი ისედაც მითითებულია სიახლის/პრეს-რელიზის სხვა ველში

საუკეთესო სათაურების მაგალითები

 

საკვანძო სიტყვები
საძიებო სისტემებს ყველა იყენებს. საშუალოდ მომხმარებლების მესამედი ვებ საიტზე გადმოდის Google-ს (ან რომელიმე სხვა საძიებო სისტემის) შედეგებიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტექსტური ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია თქვენი ვებ საიტის გვერდებზე, იძებნება საძიებო სისტემებში და შეესაბამისება მომხმარებლის საძიებო კომბინაციას.

აქედან გამომდინარე:

  • ტექსტური ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ისეთ სიტყვებს, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა მთავარ თემასთან, ხოლო თავად სიტყვები შერჩეულია ასე ვთქვათ “მომხმარებლის ლექსიკონიდან”, რათა მათთვის უფრო მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი გახდეს თავად ტექსტის კითხვა.
  • მოერიდეთ მარკეტინგულ ტერმინებს. მაგალითად “იაფი ავია ბილეთები” და არა “საახალწლოდ ფასდაკლებული ფრენა”. ვრცლად

 

გვერდი “ჩვენ შესახებ”
რამხელა კომპანია/ორგანიზაცია არ უნდა იყოთ, ნუ ცდილობთ ამ გვერდზე სრული ინფორმაციის განთავსებას. როდესაც მომხმარებელი ხედავს მენიუს პუნქტს “ჩვენ შესახებ”, ის ელის მოკლე აღწერას თქვენი საქმიანობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში კი  ბმულებს უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად. იგივეს მოლოდინშია გვერდებზე “მენეჯმენტი”, “სტრუქტურა”, “წლიური ანგარიში” და ა.შ.

“ჩვენ შესახებ”-ის წარმატებული მოდელი უნდა შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისაგან:

  • სლოგანი
  • 1 პარაგრაფიანი მოკლე აღწერა თქვენი საქმიანობის შესახებ
  • 2-5 წუთიანი ვიდეო კომპანიის/სერვისის შესახებ
  • ფაქტების / სერვისების ჩამონათვალი სიის სახით
  • ბმულები / დამატებითი მენიუ დეტალურ ინფომაციისთვის

“ჩვენ შესახებ”-ის რუბრიკის პირველ გვერდზე ნუ გამოაქვეყნებთ:

  • კომპანიის სრულ ისტორიას
  • ორგანიზაციის მისიას და გეგმას
  • 35 გვერდიან ორგანიზაციის დებულებას

 

ტექსტის დაკაბადონება
მაქსიმალურად მოერიდეთ justify დაკაბადონების მეთოდის გამოყენებას. ვინაიდან justify-ით მონიშნულ ტექსტს, დაშორება სიტყვებს შორის არ არის ერთი და იგივე ზომის. ეს კი, თვალს ურთულებს ერთი სიტყვიდან მეორეზე გადასვლას და ამის გამო ვებ საიტის მომხმარებელი ხშირად იკარგება ტექსტში. წიგნებში და სხვა ბეჭვდით ინდუსტრიებში დაშვებულია და ზოგ შემთხვევაში საჭიროა justify-ის გამოყენება, კომპიუტერის მონიტორზე კი სულ სხვა თემაა.

ნახეთ მსოფლიოს წამყვანი ვებ საიტების ტექსტების სტილი, განსაკუთრებით ის საიტები, რომლიბიც საინფორმაციო სტატიებს აქვეყნებენ. ეს შემთხვევა არ არის, რომ არც ერთი ნორმალური ვებ საიტი არ იყენებს justify მეთოდს.

 

გაიცანით თქვენი მომხმარებელი
ძალიან მარტივი ხდება ინფორმაციის მიწოდება, როდესაც იცით თუ ვინ არის თქვენი ვებ საიტის მიზნობრივი აუდიენცია. მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი გყავდეთ ის პერსონაჟები, რომლებიც თქვენი საიტის მომხმარებლები იქნებიან. გაითვალისწინეთ მათი სქესი და ასაკი. რეკომენდირებულია წარმოიდინოთ 4-7 განსხვავებული პერსონაჟი. ახალი მასალის მომზადების დროს კი, ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი აუდიენცია!

 

სანდო და სასარგებლო რესურსები:

 

 
 
Gulf Georgia დარწმუნებულია ITDC_ის პროფესიონალიზმში

ნინო ჯიბლაძე
სან პეტროლიუმ ჯორჯია