უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი

 

Ranking Web of World Universities - არის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი, რომლის მონაცემებიც წელიწადში ერთხელ ახლდება. 2011 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. ამ რეიტინგის სიაში გაერთიანებულია მსოფლიოს 12 000 უმაღლესი სასწავლებელი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება ამ რეიტინგის დასადგენად - არის ინტერნეტ-სივრცეში უნივერსიტეტის ხილვადობა (visibility). ხილვადობა იზომება იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ხშირად და ფართოდ გამოიყენება უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რამდენად აქტიურად არიან წარმოდგენილი მისი პროფესორები და მკვლევრები ინტერნეტ-სივრცეში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ამ რეიტინგში საქართველოში პირველი ადგილის მოპოვება იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეცნიერების კვლევები და უნივერსიტეტის მუშაობის შედეგად გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე უფრო მოთხოვნადი და საინტერესოა.

აქ გამოყენებული ვებ-ინდიკატორები არ აფასებს ვიზიტორთა რიცხვს ან ვებ-გვერდის დიზაინს, არამედ ეფუძნება საერთაშორისო მასშტაბით უნივერსიტეტების მიღწევებსა (მათ შორის მკვლევარების ციტირების რეიტინგს და პუბლიკაციებს) და ხილვადობას.

ეს რეიტინგი ითვალისწინებს გლობალურ ქსელში არსებულ არა მარტო ფორმალურ (ელექტრონული ჟურნალები, საცავები), არამედ არაფორმალურ სამეცნიერო კომუნიკაციას. ვებ-პუბლიკაცია შედარებით იაფია და ინარჩუნებს მაღალი სტანდარტის/ხარისხის შეფასებით პროცესებს. მას აგრეთვე შეუძლია, მოიცვას უფრო დიდი აუდიტორია, სთავაზობს განვითარებადი ქვეყნების  მკვლევრებსა და ინსტიტუტებს  წვდომას მეცნიერულ ცოდნაზე.
Webometrics-ის რეიტინგული სიის მწარმოებლების განცხადებით, მათ მიერ გაკეთებულ რანჟირებას აქვს დაფარვის უფრო ფართო არეალი, ვიდრე სხვა მსგავს რეიტინგებს. Webometrics-ის რანჟირება არ ეფუძნება მხოლოდ კვლევით შედეგებს, არამედ სხვა ინდიკატორებსაც, რომლებიც, მათი აზრით, უკეთესად ასახავენ კვლევითი ინსტიტუტებისა და მკვლევრების მიღწევებს მსოფლიოს მასშტაბით.

 
 
ITDC _ს მივმართეთ ბანკისთვის ახალი ვებ-საიტის დამზადებისთვის.კომპანიამ ოპერატიულად და პროფესიონალურად შეასრულა დაკისრებული სამუშაო.

გიორგი გოგუა
სს ბანკი "კონსტანტა"