Adobe Dreamweaver CS5

 

მოგესალმებით ყველას,

დიდი შესვენების შემდეგ კვლავ ვეცდები რამე დავწერო, ამ ჯერად შევეხები სულ ახლახან გამოსულ Adobe CS5-ს, უფრო კონკრეტულად კი ახალ Dreamweaver-ს.

პირველი რაც შევამჩნიე ახალ Dreamweaver-ში იყო ის რომ, split view არა ჰორიზონტალური არამედ ვერტიკალურია, ეს რამდენად მოსახერხებელია ალბათ დრო გვიჩვენებს.

მინდა ავხნიშნო Dreamweaver-ის უმარტივესი და ძალიან პრაქტიკული ფუნქცია, რომელიც წინა ვერსიებში ვერა და ვერ ჩააშენეს მიუხედავად იმსა რომ უმარტივესია და ფაქტიურად ყველა php ედიტორს გააჩნია, ლაპარაკი მაქვს დამხმარე მინიშნებებზე (ვერ მოვიფიქრე სხვა რა უნდა დამერქმია ამისთვის), ანუ როდესაც კლასის რომელიმე მეთოდში ვწერთ $this-> გამოდის მეთოდების და პარამეტრების სია, რომლებიც გააჩნია კლასს ან მის მშობელ კლასს.

Dreamweaver-ის წინა ვერსიებში html-ში სადაც php კოდი იჯდა ყველგან პატარა იკონკა ჩნდებოდა, რაც ძალაინ მაღიზიანებდა, ხოლო CS5 საშუალებას გვაძლევს დავინახოთ გვერდი ისე როგორც გამოჩნდება ბრაუზერში. ანუ შესაბამის php-ს გაუშვებს სერვერ სადაც გვიდევს საიტი და Dreamweaver-ში დავინახავთ მთლიანად ჩაგრუზულ გვედს ზედმეტი იკონკების გარეშე. ამ ფუნქციის სრულად გატესტვა ვერ მოვასწარი ასე რომ თუ რამე საიტერესოს აღმოვაჩენ ამასთან დაკავშირებით კომენტარში მივაწერ.

ასევე საინტერესოა ის ფაქტი რომ Dreamweaver-ი ამოწმებს php-ს სინტაქს და გვეუბნება სად გვაქვს შეცდომა იმ ხაზის გაწითლებით რომელზეც შეცდომაა.

ძალიან კარგი ფუნქციები აქვს დამატებული ე.წ. მარკაპისთვის, მაგალითად როგორიცა Inspect  - firebug-ს ვინც იყენებს მარტივად მიხვდება რაზეა საუბარი, Check browser compatibility - რომელიც ამოწმებს html-სა და css-ს და გვირჩევს რა შევცვალოთ ან რომელი css კლასი შეიძლება იყოს სახიფათო სხვადასხვა ბრაუზერებში გამოსაყენებლად.

მოკლედ საკმაოდ საინტერესო ცვლილებელი შემოგვთავაზა Adobe-მა მგონი ღირს თვითონ იხილოთ და გატესტოთ.

ძიება საიტზე
 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრთან 2005 წლიდან თანამშრომლობს. მიგვაჩნია, რომ ITDC ექსპერტია თავის საქმეში.

საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტრო