2010-წლის იანვარი-თებერვლის .ge-ნეტის სტატისტიკა

 

ალბათ იცით რომ ქართულ საიტებს შორის myvideo.ge დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია, აქედან გამომდინარე ჩვენს საიტზე შემოსული ვიზიტორებით შეგვიძლია გავიგოთ დაახლოებით რა მდგომარეობაა ქართულ ინტერნეტში, რა ბრაუზერებს იყენებენ ხალხი რა ოპერაცოულ სისტემებს და ასე შემდეგ...

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ქართველ ვებ-დეველოპერებს გამოადგებათ

 

დავიწყოთ ბრაუზერებით:

როგორც ხედავთ Opera აშკარა ლიდერია ქართულ ბაზარზე რაც ჩემთვის პირადად ძალიან გასაკვირია :) თუმცა ჯობია ისევ Opera ლიდერობდეს ვიდრე IE.
ასევე მინდა გითხრათ IE-ს კონკრეტული ვერსიების სტატისტიკა

  1. 7,0 - 44,30%
  2. 8,0 - 29,18%
  3. 6,0 - 26,49%

:) ყველა ვებ-დეველოპერისთვის სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს IE 6-ის მესამე პოზიციაზე გადანაცვლება.

 

ოპერაციული სისტემები:

აქ ვდებ მხოლოდ Windows-ის ვერსიებს რადგან მას ქართული ბაზრის 98,99% უკავია, მეროე მესამე ადგილს ინაწილებენ Mac Os 0.66%, Linux 0.20%

 

მონიტორის გარჩევადობა:

სამწუხაროდ 1024×768 ჯერჯერობით ისევ ყველაზე პოპულარულია.

 

Adobe Flash:

Adobe-ის ინფორმაციით Flash-ი დგას ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების 99%, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვინდა გაჩვენოთ Flash-ის რა ვერსიები უყენიათ ქართველ მომხარებლებს.

 

Java Support:

ძალიან მეეჭვება 2010 წელს ვინმე Java Applet-ებს იყენებდეს ვებისთვის მითუმეტეს საქართველოში მაგრამ მაინც დავდებ ამ სტატისტიკასაც.

მოკლედ სულ ეს იყო, იმედია ქართველ დეველოპერებს რაღაცით მაინც მივეხმარეთ.

P.S სტატისტიკა აღებულია 2010 წლის 1 იანვრიდან 10 თებერვლამდე Google Analytics -ის დახმარებით

ძიება საიტზე
 
 
ჩვენი გამოცდილება ITDC-თან ძალიან პოზიტიური გახლავთ. მუდმივად პროფესიონალიზმის მაჩვენებელი გუნდი გახადა ჩვენი საიტი UNDP-ს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი რესურსი ინტერნეტში.

სოფო ჭიჭინაძე
UNDP საქართველო