ჩვენი მაგისტრანტის წარმატება

 

თორნიკე რაზმაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ წარმატებულ მაგისტრანტთაგან ერთ-ერთია, რომლებიც "ბაზისბანკმა" 2010 წლის 14 იანვარს დააჯილდოვა პორტატული კომპიუტერებით. გვინდა სიამაყით ავღნიშნოთ, რომ თორნიკე არის ჩვენი უნივერსიტეტის ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა "არგუსის" ერთ-ერთი ავტორი.

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ თორნიკემ მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით განაგრძო. ამავდროულად, თორნიკე რაზმაძე არის კომპანია ITDC-ის წამყვანი პროგრამისტი, სადაც მუშაობს სხვადასხვა საინფორმაციო ტექნოლოგიურ პროექტებზე, მათ შორის "არგუსზე".

"არგუსი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნიკალური ონლაინ-სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ავტომატიზაციას. "არგუსში" დღეისათვის რეგისტრირებულია და მას იყენებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 5500-ზე მეტი სტუდენტი. ახალი სემესტრიდან კი ასევე იგეგმება  მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ინტეგრაცია სისტემაში.

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

enerji kimlik belgesi muhasebe programı

ძიება საიტზე
 
 
კომპანიის თანამშრომლები პროფესიულად უდგებოდნენ თითოეულ საკითხს როგორც მუშაობის მთელ პერიოდში, ისე სწრაფად გადასაწყვეტ, დაძაბულ ვითარებაშიც.

გიორგი ხაცაკვაძე
ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი