"მედპორტალის" წარმატება ეროვნულ ინტერნეტ კონკურსში

 

21 ივნისს დასრულდა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ ინტერნეტში -"ეროვნული ინტერნეტ კონკურსი 2006". კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ გაზეთი "ნავიგატორი" და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი - ITDC, სპონსორები - კომპანია "მაგთიკომი" და ჯორჯია ონლაინი.
კონკურსმა სტარტი 2006 წლის 15 მაისს აიღო. ერთი თვის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობის სურვილი 900-ზე მეტმა საიტმა გამოთქვა. 8 ნომინაციაში წარმოდგენილი საიტები შეფასდა პროფესიონალი ჟიურის მიერ. საპრიზო ადგილების გარდა ნომინაციების მიხედვით ტოპ - 10-ში შესული საიტებიც გამოვლინდა.
5 ნომინაციაში საიტებმა ფულადი ჯილდოები და სხვა ფასიანი პრიზები მიიღეს, დანარჩენი ნომინაციების საიტები (კორპორატიული საიტი, სახელმწიფო არასამთავრობო და რეგიონალური რესურსი) დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ნომინაციაში "საუკეთესო საინფორმაციო რესურსები" პირველი ადგილი მიეკუთვნა სამედიცინო საიტს www.medportal.ge.
საუკეთესო საიტების ტოპ -10-ში ნომინაციაში "საუკეთესო სახელმწიფო, არასამთავრობო და რეგიონალური რესურსები" შევიდა www.molhsa.ge, რომელსაც გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
კონკურსის შედეგებმა აჩვენეს, რომ მსგავსი ღონისძიებები, რომელიც ინტერნეტის განვითარებისაკენ არის მიმართული საზოგადოებაში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს.
"ეროვნული ინტერნეტ კონკურსი" ყოველწლიური ღონისძიებაა და შესაბამისად, შემდეგ წელს ამავე პერიოდში ჩატარდება.

წყარო: www.medportal.ge

 
 
კომპანიის ახალგაზრდა თანამშრომლები ნამდვილი პროფესიონალები არიან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდი შეუფერხებლად მუშაობს და ეს რა თქმა უნდა ITDC –ს დამსახურებაა.

ნინო ღუდუშაური
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში