ან
 

ინტერნეტ საიტების კონკურსი საიტის ნახვა

ქართულ ინტერნეტ სივრცეში პირველი „ეროვნულ ინტერნეტ კონკურსის“  შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებთ www.topssite.ge–ზე. კონკურსის მთავარი მიზანია სტიმულირება გაუკეთოს საინტერესო და სასარგებლო ქართული ინტერნეტ გვერდების, ინტერნეტ მაღაზიების, ბლოგების, სოციალური ქსელების, საბავშო  და საგანმანათლებლო ინტერნეტ რესურსების  შექმნას.

 

საინვესტიციო გიდი საიტის ნახვა

საიტზე ყველა ის ინფორმაცია არის თავმოყრილი, რომელიც ეხება საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას. დაინტერესებულ უცხოელებს შეუძლიათ საიტის მეშვეობით კონკრეტული ინფორმაცია მიიღონ კონკრეტული სფეროს შესახებ.

 

აგრო 100 საიტის ნახვა

პროექტი აგრო 100 ხელს უწყობს  სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებას, გადამუშავებასა და აგრობიზნესის განვითარებას. აგრეთვე პროექტის მიზანია რეგიონებში ახალი  საწარმოების ამუშავების გზით გაზარდოს სამუშაო ადგილები  და ზოგადად  სოფლად მცხოვრები  მოსახლეობის ცხოვრების დონე  გააუმჯობესოს.

 
 
 
 

ეისითი კვლევა საიტის ნახვა

თუ გსრუთ გარკვეულ სფეროსა თუ კონკრეტულ ორგანიზაციაში კვლევის ჩატარება და მის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილების მიღება, ნუ დაიტვირთავთ თავს ამაზე ფიქრით და ნუ დახარჯავთ ზედმეტ დროს. ეს საკითხი შეგიძლიათ მიანდოთ „ეი სი თი“ –ს პროფესიონალთა გუნდს.

 

კომპანია რაკინი საიტის ნახვა

 "რაკიინი” არაბეთში რას ალ ხაიმას საემიროში უდიდესი დეველოპერია, რომელიც საქართველოში რამდენიმე ფართომასშტაბიან დეველოპერულ პროექტს ახორციელებს.

 

ზუმი

"ზუმი" კომპანია ჯეოსელის მიერ შემოთავაზებული ახალი პროდუქტია. იგი პირველი ახალგაზრდული მობილური კლუბია, სადაც გაერთიანებულნი არიან ლაი–ლაის აბონენტები.

 
 
 
 

ფეხბურთის საერთაშორისო ვიდეო პორტალი საიტის ნახვა

ITDC-ს დეველოპერების მიერ შეიქმნა და ექსპლუატაციაში გაეშვა ამ მომენტისათვის მსოფლიოში ერთადერთი საფეხბურთო პროფილის საერთაშორისო ვიდეოპორტალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ფეხბურთის მოყვარულებს გააერთიანებს.

 

კომპანია იუ ჯი თი საიტის ნახვა

UGT–ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კონსულტაციებისა და დახმარების გაწევა მისი კლიენტებისათვის. ყველაფერ ამას კი იგი  თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებზე და სერვისებზე აგებული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით ახდენს.

 

UNDP - საქართველო საიტის ნახვა

გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP გაეროს საერთაშორისო ქსელია, რომელიც განვითარების მიზნებს ემსახურება. მსოფლიოს 166 ქვეყანაში გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობამ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო ბიზნესის ნდობა დაიმსახურა. საქართველოში UNDP 1993 წლიდან მუშაობს.

 
 
 
 

თეას საიუველირო მაღაზია საიტის ნახვა

საიტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ ახალ საიუველირო კოლექციას, რომელიც ამერიკაში იყიდება.

 

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საიტის ნახვა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის სტრუქტურას და  ქვეყნის მთავარ წიგნსაცავს. საიტზე თქვენ გაეცნობით იმ უნიკალურ წიგნთა ჩამონათვალს, რომელიც თავმოყრილია ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

 

ენერგო-პრო ჯორჯია საიტის ნახვა

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვებისა და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელექტრო ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე.

 
 
 
 
 
გარდა იმისა რომ ექსპერტია თავის სფეროში, კომპანია ITDC არის სტაბილური და სანდო პროვაიდერი.

ქეთი სიდაკონიძე
AMCHAM Georgia