საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

president.gov.ge

 
 
 
 
 

ITDC-ის მიერ დამზადდა საქართველოს პრეზიდენტის ვებ საიტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტებს და არაფრით ჩამოუვარდება წამყვანი ევროპული ქვეყნების სახელმწიფო მმართველების საიტებს. უკვე დღეს ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს www.president.gov.ge-ს, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და პირველ გვერდზე განთავსებული ძირითადი მენიუს ორიგინალური განლაგებით. ვებ საიტი ასევე უპრეცედენტო შანს აძლევს საქართველოს მოქალაქეებს და არა მარტო მათ მოიწყოს ვირტუალური ექსკურსია პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც თავისთავად თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს არქიტექტურულ შენობას წარმოადგენს.

 

პროექტის ინფორმაცია
 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი საიტის ნახვა

ქართული სპორტის ქომაგებს ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად უკვე დღეიდან შეუძლიათ ეწვიონ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის საიტს, სადაც უახლესი ინფორმაციის გარდა თქვენ შეძლებთ იხილოთ 2004 წლიდან მოყოლებული შედეგებისა და სტატისტიკის მონაცემები.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საიტის ნახვა

ITDC ის მიერ დამზადებული ცესკოს ახალი საიტი, ინტერნეტ მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეამოწმოს და იხილოს თავისი სახელი ამომრჩეველთა სიაში, გაეცნოს არჩევნებთან დაკავშირებულ ზოგად ინფორმაციას და წესებს. ონლაინ ოპერატორი კი ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდის პასუხს მისთვის საინტერესო კითხვაზე.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საიტის ნახვა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ საიტი მთელ რიგ ინფორმაციას მოიცავს, რომლითაც ყოველდღიურად ინტერესდება საქართველოს მოსახლეობა. 

 

 
+ ყველა პროექტი
 
Gulf Georgia დარწმუნებულია ITDC_ის პროფესიონალიზმში

ნინო ჯიბლაძე
სან პეტროლიუმ ჯორჯია