ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–საიტი
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2006 წელს და მასში დღესდღეობით 200 პროფესორი და 110 მკვლევარი საქმიანობს. საიტის მეშვეობით თქვენ გაეცნობით ამ უნივერსიტეტში არსებულ ფაკულტეტებსა და სასწავლო პროგრამებს, რექტორატსა და საპატიო პროფესორებს .
პროექტის ფარგლებში მოხდა უნივერსიტეტის საიტის კონცეპტუალური სტრუქტურისა და დიზაინის შემუშავება, მისი ინტეგრაცია საიტის მართვის სისტემასთან, ძირითადი ინფორმაციის იმპორტირება და უნივერსიტეტის პერსონალის თრეინინგი საიტის ადმინისტრირებაში.
საიტში აგრეთვე ინტეგრირებულია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში შესასვლელი ავტორიზაციის ფორმა, რომელიც ასევე ITDC–ს დეველოპერების მიერ არის შექმნილი.
ITDC აგრეთვე უზრუნველყობს საიტის განთავსებას და მონიტორინგს უწევს მის ფუნქციონირებას.
შედეგი შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://www.iliauni.edu.ge