სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სახელით რეკომენდაციას ვუწევ ITDC_ს

მოგახსენებთ,რომ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი დაარსდა 2003 წელს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის ( SSSP 2000 - 2003 ) საქმიანობებსა და რესურსებზე დაყრდნობით. ცენტრი წარმოადგენს ღია საზოგადოების ფონდების უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის  ქსელურ ინსტიტუტს სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანია საქართველოში აკადემიური და გამოყენებითი სოციალური მეცნიერების განვითარება, სოციალურ მეცნიერებებში პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვა და მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და სწავლების ხელშეწყობა.

2012 წელს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დაკვეთით კომპანია ITDC_იმ დაამზადა ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს  გაეცნოს ცენტრის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს, ბლოგში გამოქვეყნებულ სტატიებსა და ცენტრის მიმდინარე თუ უკვე განხორციელებულ პროექტებს.

კომპანია ITDC სრულად შეასრულა კონტრაქტიტ გათვალისწინებული მოთხოვნები და პირობები, წინასწარ განსაზღვრულ ვადებში და დაამზადა ვებ-გვერდი და უზრუნველყო მისი გამართული მუშაობა.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სახელით რეკომენდაციას ვუწევ ITDC_ს გაწეული შრომისთვის და ვადასტურებ, რომ კომპანიამ სრულად დააკმაყოფილა ცენტრის მიერ წაყენებული პირობები. ასევე, თამამად შემიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს პროფესიონალურ ჯგუფთან რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი სახის ორგანიაზაციას გამოადგება.

მარინე ჩიტაშვილი
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

ძიება საიტზე
 
 
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სახელით რეკომენდაციას ვუწევ ITDC_ს

მარინე ჩიტაშვილი
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი