სამუშაო პროცესი

ITDC-ს სჭირდება 8 ნაბიჯი იმისათვის, რომ თქვენი ოცნება ტექნოლოგიურ რელობად იქცეს. ჩვენს მიერ შემუშავებული პროცესი ოპტიმიზირებული მეთოდების სრულყოფილი მიქსია, რომელიც თქვენი და ჩვენი მიზნების მიღწევის საშუალებას გვაძლევს.

 

  1. შესავალი
    ჩვენ გისმენთ რათა მოვიპოვოთ მაქსიმალური ინფორმაცია თქვენი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ჩვენ გთავაზობთ კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის მეთოდებს.

  2. ანალიზი
    ჩვენ ვთარგმნით თქვენს მოთხოვნებს ტექნიკურ ენაზე და ვიხლავთ პროექტის ტექნიკურ ნაწილს ჩვენს ექსპერტებთან ერთად. ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ კონკრეტული ვადები და ბიუჯეტი თქვენი ამოცანის ოპტიმალური რეალიზებისათვის.

  3. გამოკვლევა
    სანამ სამუშაო დაიწყება ჩვენ ვიხილავთ ჩვენს ხელთ არსებულ ტექნიკურ საშუალებებსა და რესურსებს. აქვე ვიკვლევთ თქვენს სფეროში არსებულ ბიზნეს გარემოს და კონკურენციას.

  4. დაგეგმვა
    ამ ეტაპზე ვადგენთ სქემატურ მონახაზს თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს და რა ფუნქციებს და რა ფორმით უნდა ასრულებდეს მომავალი ვებსაიტი. ეს არის ეტაპი, როდესაც ხდება ყველა ძირითადი ელემენტის არქიტექტურის დამუშავება და  დოკუმენტირება. პროექტის დამკვეთთან შეთანხმებიშ შემდეგ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.

  5. დეველოპმენტი
    ამ ეტაპზე ხდება დაგეგმილის ხორცშესხმა. იქმნება ყველა ელემენტის დიზაინი და იწერება პროგრამული კოდის ათასობით ხაზი, რაც ვიზუალური ესკიზებსა და ფუნქციონალური დოკუმენტაციას მუშა საიტად აქცევს.

  6. ტესტირება
    დედამიწაზე არ არსებობს იდეალური სისტემები, თუმცა ტესტირების ხანგრძლივი და რუტინული პროცესი აუცილებელია იმისათვის, რომ შესაძლო პროგრამული გაუმართაობები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დავრწმინდეთ, რომ სისტემა კარგად მუშაობს ყველა პოპულარულ პლატფორმაზე და მის გამართულ ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება.

  7. დანერგვა
    თქვენი სისტემა მზადაა იმისათვის, რომ გაეცნოს საზოგადოებას. ჩვენ გადაგვყავს ის ლაბორატორიული გარემოდან რეალურ გარემოში სადაც ის ხელმისაწვდომი ხდება რეალური მომხმარებლისათვის. ამ ეტაპზე ხორციელდება ტესტირების კიდევ ერთი ფაზა, რათა დავრწმინდეთ, რომ პლატფორმის ცვლილებამ წარმატებით ჩაიარა.

  8. მხარდაჭერა
    ჩვენ ყოველთვის ვდგევართ თქვენს გვერდით და გეხმარებით მუშაობის პროცესში წამოჭრილი საკითხების მოგვარებაში. ვაკეთებთ პროდუქტის კრიტიკულ განახლებებს. გიწევთ კონსულტაციას სისტემის ადმინისტრირებაში.

Website Development Process

 
 
Gulf Georgia დარწმუნებულია ITDC_ის პროფესიონალიზმში

ნინო ჯიბლაძე
სან პეტროლიუმ ჯორჯია