ინტერაქტიური რუკები

შირად დამკვეთისათვის აუცილებლობას წარმოადგენს განათავსოს გარკვეული ინფორმაცია ან თუნდაც შესთავაზოს მომხმარებელს სერვისის სახით სივრცითი მონაცემები - ანუ გეომონაცემები. განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო ორგანოებსა და ტურიზმზე ორიენტირებულ კომერციულ სტრუქტურებს. ასევე სატრანსპორტო და გადამზიდავ კომპანიებს.

ინტერაქტიური რუკები

 

სივრცითი ანუ გეომონაცემების განთავსება ვებ საიტზე
გეომონაცემთა პორტალი გულისხმობს სხვადასხვა სახის სივრცითი ინფორმაციის ვებ-სერვერზე განლაგებას. მაღალი გარჩევადობის კოსმოსური და აერო სურათები და მაღალი ინფორმაციულობის მატარებელი რუკებით შექმნილი საფუძველი საშუალებას იძლევა მასზე აშენდეს ნებისმიერი თემატიკის ელექტრონული ფენა და ამავდროულად გაკეთდეს სხვადსხვა სახის სივრცითი ანალიზი. აღნიშნული საფუძველი ასევე საშუალებას იძლევა გაკეთდეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტის, მოვლენისა თუ პროცესის ვიზუალიზაცია. სერვერზე განთავსებულ ყოველ ობიექტს შეიძლება მიებას შესაბამისი შინაარსის ინფორმაცია და ფოტო ილუსტრაციები.

რუკების ვებ-სერვერზე შეიძლება განთავსებულ იქნას შემდეგი სახის სივრცითი ინფორმაცია:

  • კოსმოსური ან აერო სურათები
  • ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების ციფრული რუკები
  • GPS -ის პორტატიული მოწყობილებებიდან მიღებული სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ტრაექტორიები

ანალოგი http://www.gulf.ge  და http://www.bankconstanta.ge/

 

კოსმოსური სურათები
დღეისათვის ხელმისაწვდომია მაღალი გარჩევადობის გაორიენტირებული კოსმოსური სურათები, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიის დეტალური ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. გაორიენტირებული კოსმოსური სურათი იმას ნიშნავს, რომ მასზე შესაძლებელია ნებისმიერი ადგილის გეოგრაფიული კოორდინატის ამოღება, ასევე მანძილების, ფართობების და სიმაღლეების გამოთვლა, რაც ამ ვირტუალურ სამყაროს მაქსიმალურად აახლოებს რეალურთან და მის მცირე მოდელად წარმოგვიდგება.

ყოველ მნიშვნელოვან ობიექტს სურათზე შეიძლება მიებას შესაბამისი ინფორმაცია და ფოტოსურათი. სისტემის ყველა ობიექტი შეიძლება იყოს ინტერაქტიული ანუ ობიექტის შერჩევის და გადიდების შემდეგ მასზე დაწკაპუნებით მივიღებთ, გეომონაცემთა ბაზაში, ამ ობიექტის შესახებ არსებულ სრულ ინფორმაციას. რუკებზე შესაძლებელია განხორციელდეს ქუჩების, შენობების, შენობებში განთავსებული ორგანიზაციების, GPS მოძრავი ობიექტების ეფექტური ძიება.

 

ვირტუალური ტურები
ვირტუალური ტურის მეშვეობით რუკიდან შესაძლებელია ნებისმიერი ქუჩის 360 გრადუსიანი სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებულ ინტერაქტიულ ფორმაზე მოხვედრა, ფაქტიურად საიტის მომხმარებელს შეუძლია ვირტუალურად იმოგზაუროს ქუჩებში და გაეცნოს ლოკალურ ღირშესანიშნაობებს.

ანალოგი იხილეთ ამ მისამართზე

GPS მოწყობილობათა ფართო გავრცელებამ შესაძლებელი გახადა გეოსაინფორმაციო ინტერნეტ სისტემების გამოყენება სატრანსპორტო საშუალებათა ონლაინ მონიტორინგის მიზნებისათვის. ასეთი სისტემები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ITDC ამ მიმართულების განვითარებაზეც აქტიურად მუშაობს.

 
 
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სახელით რეკომენდაციას ვუწევ ITDC_ს

მარინე ჩიტაშვილი
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი