კონსალტინგი

მასშტაბური IT პროექტის განხორციელებისათვის პროექტის კორექტული დაგეგმვა და მისი სწორი მართვაა საჭირო. აუცილებელია პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა და შესაბამისი დეტალური ტექნიკური დავალების შემუშავება, რაც სახელმძღვანელო დოკუმენტად იქცევა სისტემის მშენებლობის ყოველი შემდგომი ეტაპისათვის. წინასწარ უნდა იქნას შემუშავებული როგორც შესაქმნელი სისტემის ზოგადი კონცეპცია, ასევე დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მისი ყოველი ფუნქციონალური მოდული და აპარატურული უზრუნველყოფის სქემა. სწორად უნდა გადანაწილდეს ფუნქციები და პასუხისმგებლობები;

ხშირია შემთხვევები, როდესაც არასწორი გეგმარების ან არაკორექტული მართვის გამო მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული IT პროექტები არამიზნობრივი მიმარულებით ვითარდება.

კონსალტინგი

ბუნებრივია ორგანიზაციების უმეტესობას შესაბამისი მუდმივი საშტატო ერთეულის აუცილებლობა არ გააჩნია, ამიტომ ისინი საჭიროების შემთხვევაში სარგებლობენ მოწვეული IT ექსპერტებისა და IT პროექტების მენეჯერთა მომსახურებით.

ITDC-ს მიერ განხორციელებული სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის IT პროექტების მართვის 10-წლიანი წარმატებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ კვალიფიციური მომსახურება შემდეგ სფეროებში:

  • IT პროექტის დაგეგმვა;
  • კონცეპციის შემუშავება;
  • პროექტის მართვა;
  • IT პროექტების აუდიტი;
  • IT ინფრასტრუქტურის აუდიტი

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

 
 
ITDC გამოირჩევა ინოვაციური პროექტებით და საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით.

ია გორგიშელი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა