კორპორატიული ვებ დიზაინი

მსხვილი და საშუალო სექტორის კომპანიებთან, ასევე სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ ყურადღებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. დღეს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში, კორპორატიული ვებსაიტის მისია ბევრად უფრო ფართოა ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გავრცელება.

თანამედროვე ვებსაიტი მძლავრი მარკეტინგული იარაღია, რომელიც ინფორმაციის დაუყოვნებლივ გავრცელებას, ბიზნეს პროცესების ავტომატიზირებასა და მრავალი სარეკლამო თუ ორგანიზაციული ხარჯის შემცირებას უწყობს ხელს. ელექტრონული კომერცია, სხვადასხვა სერვისების ონლაინ რეჟიმში გადატანა, ინტერაქცია მომხმარებელთან თანამედროვე ვებსაიტისათვის უკვე ჩვეულებრივ კომპონენტებად ითვლება.

კორპორატიული ვებ დიზაინი

ITDC-ს ათწლიანი გამოცდილების მანძილზე 200–ამდე მსხვილი პროექტი აქვს შესრულებული, რომელთა უმეტესობა დღემდე ვითარდება და იხვეწება. ამ მომენტისათვის ITDC ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც შესწევს ძალა და აქვს რესურსი, რომ ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის ვებ პროექტს შეეჭიდოს.

იხილეთ ჩვენს მიერ შესრულებული პროექტები განყოფილებაში "პროექტები"

კორპორატიული ვებსაიტის დასაკვეთად დაგვიკავშირდით

 

 
 
ITDC ჩემი ინტერნეტში არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია 2003 წლიდან. ვერც ერთი ვერ შეედრება მათ პროფესიონალიზმს. ჩვენ უზარმაზარი და განსაკუთრებული პროექტები გვაქვს შესრულებული და დღემდე ვერ მომიფიქრებია იდეა რომელსაც ვერ განახორციელებდნენ.

გიორგი გოშაძე
ნიუ იორკის დოჯო–შოტოკან კარატე კლუბი