სამთავრობო გადაწყვეტილებები

წლიდან წლამდე ინტერნეტი სულ უფრო დიდ როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაში. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილისათვის ის უკვე ინფორმაციის გაცვლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად სახელმწიფო სტრუქტურების ვებ პორტალების ხარისხისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების მიმართ მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. თანამედროვე ვებ პორტალები მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებით აღარ შემოიფარგლებიან. ისინი უკვე მოქალაქეთა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის არსებული ურთიერთობების გამარტივებას და ხშირ შემთხვევაში ავტომატიზაციას ემსახურებიან, რაც მრავალი ბიუროკრატიული პროცედურის ონლაინ რეჟიმში გადატანაში აისახება.

სამთავრობო გადაწყვეტილებები

ITDC–ის თავისი 10 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე 100–ზე მეტი სხვადასხვა სირთულის სახელმწიფო პროექტი აქვს შესრულებული. ის ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც გააჩნია როგორც სათანადო თეორიული ცოდნა ასევე უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება სამთავრობო ინტერნეტ გადაწყვეტილებების შექმნასა და დანერგვაში.

 

აქ შეგიძლიათ იხილოთ არასრული სია ITDC–ს მიერ შექმნილი სახელმწიფო პორტალებისა

სამთავრობო ჰოსტინგი

 


გარდა ამისა ჩვენი დატაცენტრი რამოდენიმე ათეული სახელმწიფო სტრუქტურის ვებ–გვერდის ჰოსტინგსაც ემსახურება.

ბოლო წლებში ქართულ სახელმწიფო საიტებზე გახშირებულმა ჰაკერულმა თავდასხმებმა გარკვეული დადებითი შედეგიც გამოიღო. საკმაო გამოცდილება შევიძინეთ როგორც სერვერული უსაფრთხოების, ასევე ეგრეთ წოდებული დისტრიბუციული შეტევების მოგერიების კუთხით. ჩვენი დატაცენტრი ამჟამად ესტონურ ამერიკული ტექნოლოგიით შექმნილი გაძლიერებული უსაფრთხოების სისტემითაა აღჭურვილი, რაც მაქსიმალურად ამცირებს თავდასხმებისაგან მიღებული ზარალის ალბათობას. აქვე შეგიძლიათ იხილოთ თუ ჰოსტინგის რა შესაძლებლობები გაგვაჩნია

 

 
 
გარდა იმისა რომ ექსპერტია თავის სფეროში, კომპანია ITDC არის სტაბილური და სანდო პროვაიდერი.

ქეთი სიდაკონიძე
AMCHAM Georgia