მცირე ბიზნესი

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი ყოველთვის იყო მაღალი ხარისხი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, წლების მანძილზე ITDC-ს მიერ შემოთავაზებული სერვისები მხოლოდ მსხვილი და საშუალო ბიზნესისათვის იყო ხელმისაწვდომი.

2010 წლიდან ჩვენ გამოვნახეთ საშუალება შეგვექმნა მომსახურების ისეთი პაკეტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მცირე ბიზნესისათვის მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებით.

მცირე ბიზნესი

ამიერიდან ITDC-ს მინი საიტების განყოფილება უმოკლეს ვადაში (სულ რამოდენიმე დღეში) დაგიმზადებთ და განგითავსებთ სრულფუნქციურ, მართვად ვებსაიტს და დაგეხმარებათ მის რეკლამირებაში adspay.ge-ს და myvideo.ge–ს უმძლავრესი სარეკლამო შესაძლებლობების გამოყენებით.

ფასები და დამატებითი პირობები იხილეთ აქ

 
 
კომპანიის ახალგაზრდა თანამშრომლები ნამდვილი პროფესიონალები არიან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდი შეუფერხებლად მუშაობს და ეს რა თქმა უნდა ITDC –ს დამსახურებაა.

ნინო ღუდუშაური
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში